რატომ მიყვარს Ebay? იმიტომ, რომ იქ უამრავი ფინწიკლუშკის ძალიან იაფად გაჩითვა შეიძლება. ძალიან მეშლება ნერვები იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფეიფალი ოფიციალურად შემოსული და მეც “ლევი” გზებით მაქვს მოპოვებული იბეიზე შოპინგის შესაძლებლობა.

რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია სხვადასხვა იუზერების მიერ შედგენიილ ნაკრებების ყიდვა. ალბათ გახსოვთ სულ რაღაც $50-ად შეძენილი დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების სკრეპბუქის მასალები.

ამჯერად უფრო დიდი შოკისთვის მოემზადეთ. გუშინ კოსმეტიკა და მაკიაჟის ნაკრებები საოცარ ფასად შევიძინე.

24 ნივთი – $15, ტრანსპორტირება – $10

კოსმეტიკის ჩანთა/ჩანთის ორგანაიზერი – $3. ტრანსპორტირება – უფასო

ბევრი კოსმეტიკა – $10.5, ტრანსპორტირება – $8.5

TRACEY REESE FOR CLINIQUE - $20, ტრანსპორტირება – $7,99

Estee Lauder, ყველაფერი $28, ტრანსპორტირება $2

ამ ყველაფერს ცხადია მე მარტო ვერ გამოვიყენებ. ამიტომ ძირითადად Giveaway-ებზე გავათამაშებ ბლოგზე და Pink.ge-ზე.

ნეტავ ეს ყველაფერი ადგილობრივ კოსმეტიკის მაღაზიებში რომ მეყიდა რა დამიჯდებოდა?

 

{ 16 comments }

წელს გადავწყვიტე ბლოგერები ამემღერებინა. მომავალ წელს რამე უკეთესს მოვიფიქრებ.

ძალიან მომეწონა პერწკლის და სალომეს ეპიზოდები, ასევე ვიხალისე ადოზე და ნატოშას უკან ამომხტარ Buncha გოგოებზე.

რამდენიმე მარგალიტიც გვყოლია ბლოგოსფეროში – ნანაკო და ჯეისონ ევანსი მაგალითად!

სასაცილო და სახალისო ვიდეო გამოვიდა! მე კმაყოფილი ვარ :)

P.S. ძალიან მინდა ლინკები დავადო და ვინც ამ ვიდეოში ხართ იქნებ დამიკომენტოთ, თქვენი ბლოგის ლინკი და რომელ წამზე ჩანხართ. მადლობა!

{ 7 comments }

ბოლო დიეტის განმავლობაში 8 კილო დავიკელი. ხოლო შემდეგ პერიოდში დღემდე 2 მოვიმატე. დღესასწაულებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომ…

მეშვიდე დღეა დიეტაზე ვარ. წინ კიდევ 21 დღე მაქვს. წესით ვადის ბოლოს ისეთი გამხდარი უნდა ვიყო, როგორიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ.

კი, ისევ იმ დიეტაზე, შარშან გაზაფხულზე რომ ვიყავი.

ეს არის ჩემი საკვები კვირის დღეების განმავლობაში

არა, მასაჟებს აღარ ვიკეთებ, თუმცა, ვფიქრობ ვიარო სადმე, თუ რამე კარგი ცენტრი იცით ცელულიტის მასაჟებს ეფექტურად რომ აკეთებდნენ და თან ცეცხლის ფასიც არ ედოს, მომწერეთ კომენტარებში.

კი, უკვე ორი კილო დავიკელი პირველი კვირის განმავლობაში.

არა, არც ერთხელ არ დამირღვევია.

კი, ისევ 8 კილოს დაკლებას ვაპირებ.

არა, ჯერ არ ვვარჯიშობ, მაგრამ ვაპირებ დაწყებას. თან სამსახურში უფასო სავარჯიშო დარბაზი გვაქვს და ტყუილად ვაცდენ.

კი, ძალიან მშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გარშემო ვინმე გემრიელ ნამცხვარს და ტკბილეულს მიირთმევს.

დიეტას 2 თებერვალს ვასრულება. 6 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა.

ეს ალბათ საუკეთესო საჩუქარი იქნება, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებ სანამ 25 წლის გავხდები.

{ 3 comments }

დედაჩემმა საწოლი მიყიდა:

და კიდევ ეს წიგნი:

ჩემმა საიდუმლო სანტამ სამსახურში ეს ნაკრები მაჩუქა:

ჩემმა საიდუმლო სანტამ გოგოშკურში ეს საინტერესო ყუთი მაჩუქა:

   
თოვლის ბაბუამ კი სუნამო:

ეს პატარა სანტა კი VOVOVO-მ მოაყოლა ჩემს საახალწლო ამანათებს:

თქვენ რა საჩუქრები მიიღეთ?

{ 20 comments }

მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ მახსოვს,  ყოველი თვის ყოველი დეტალი, მაინც მინდა დავწერო რას ვაკეთებდი მთელი წლის განმავლობაში. 2010 წლის მიმოხილვას რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ 2011 წელი 2010–ის ლოგიკური გაგრძელებაა და ამიტომ გირჩევთ წინა წლის მიმოხილვაც წაიკითხოთ.

My life is a breakfast at Tiffany's

იანვარში – ვეძებდი ბაზისებს და ასევე მივხვდი, რომ იდეალური ბიჭი შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება  ვიღაც, ვინც ძალიან, ძალიან ბედნიერს გაგხდის. იანვარშივე დავიწყე საკუთარი ოთახის, კარადის და ზოგადად – ცხოვრების დალაგება. გადავწვყვიტე იანვარი რესტარტის თვედ გამოვაცხადო და ყოველ წელს ყველაფერი დავალაგო, რაც დალაგებას საჭიროებს.

თებერვალში – ვიყიდე ახალი ტელეფონი (და მერე 3 თვე ვიხდიდი განვადების %–ებს –_–) და მერე ჩემი მრავალი წლის განმავლობაში ნაზარდი თმა შევიჭერი.

მარტშიძალიან ვიღლებოდი და დრო არაფრისთვის მრჩებოდა. დიფენბახისგან საჩუქრად მივიღე ულამაზესი ტორტი. გავჭედე შეფუთვებზე და ფეისბუქის თამაშზე – It Girl. დავიწყე დიეტა.

აპრილში – ვეხმარებოდი ჩემს ძმას, რომ ბარსელონაში წასასვლელი საგზური მოეგო (მოიგო!!! ^_^). დავამთავრე დიეტა და ჯამში დავიკელი 8 კილო.

მაისში – სხვადასხვა სერიალებში საკუთარი თავის აღმოჩენით ვიყავი დაკავებული. ვთამაშობდი პოკერს, ვიტანჯებოდი ალერგიით და მაინც დავესწარი ალდაგის Free Style Event-ს.

ივნისში – მგონი გავიზარდე. ყველაფერს ვუყურებდი ფილოსოფიურად, ძალიან ბევრი ვიღნავლე ფილმზე “Tree of Life“, გავემგზავრე სიღნაღში Poker Ring-ის ფინალის საყურებლად, გადავედი NCIB-ს ვებ მარკეტინგის კონკურსის მეორე ტურში, მიწვეული ვიყავი ქართული ბლოგინგის დღეებზე (დაკავშირებული პოსტები: ქართული ბლოგინგის დღეები 2011GBD11 – პრეზენტაციაGeorgian Blogging Days 2011),  NCIB – ფინალში გავედი! ამიტომ დროებით გადავედი საკონკურსო ბლოგზე, რომელიც კონკურსის ფარგლებში უნდა გამეპიარებინა. დავიწყე დიეტის მესამე ნაწილი, რომლის შედეგადაც ვერაფერი დავიკელი – სულ მერღვევინებოდა. თუმცა დღემდე სტაბილურად 63 კილო ვარ.

ლაგოდეხის ნაკრძალში

ივლისში – მივიღე IBSU – ტრენინგ ცენტრის სერტიფიკატი პროექტის მენეჯმენტში. ასევე ჩავატარე კიდევ ერთი სოციალური მედიის დღე და თვის ბოლოს დავესწარი ჰარი პოტერის ბოლო ფილმის პრემიერას კინოთეატრ ამირანში. სამსახურის ფარგლებში (საქართველოს ბანკი) წავედი ექსკურსიაზე – ლაგოდეხის ნაკრძალში.

აგვისტოში – NCIB-ს კონკურსში პირველ ადგილზე გავედი !!! და 5000 ლარი და ლეპტოპი მოვიგე! ამ პერიოდში გამოცხადდა ვაკანსია ამერიკის საელჩოში სოციალური მედიის კორდინატორად და ჩემი CV გავაგზავნე.

მქონდა 2 კვირიანი შვებულება. ვიყავი ყაზბეგში და მეძინა კარავში.

ჯუთაში – ცისარტყელის ქვეშ ვდგავარ

სექტემბერში – საელჩოდან დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. საბოლოო ჯამში საქართველოს ბანკიდან სამუშაოდ ამერიკის საელჩოში გადავედი! სექტემბერში შემიპყრო ერთი–ორმა ეგზისტენციალურმა ფიქრმა, მაგრამ მალე მაგისთვის აღარ მეცალა, რადგან ჩემმა ახალმა ბლოგმა – Pink.ge–მ დაიწყო ფუნქციონირება!

ოქტომბერში – ისევ გადამღალა ყველაფერმა. ცალკე ახალი სამსახური ცალკე ძველი პროექტების გადმონაშთები, რომლებიც ყურადღებას ითხოვდნენ. პლუს – მაგისტრატურის ახალი სემესტრი. სამაგიეროდ მქონდა ძალიან საინტერესო ჰელოუინი და სამსახურში უამრავი მხიარული ღონისძიება.

ნოემბერშიჩემს გადარეულ სამყაროზე ვიყავი შეყვარებული. Pink.ge-მ ფეხი აიდგა და როგორც მისი მთავარი რედაქტორი Avon-ის პრეზენტაციას დავესწარი.

დეკემბერში – ჩემში სამოქალაქო პასუხისმგებლობამ გაიღვიძა, ძალიან ბევრი ვიშოპინგე (დაკავშირებული პოსტები: Scrapbooking Materials #1, Scrapbooking Materials #2Clothing) და დავიწყე ახალი წლისთვის მზადება. წარმატებით დავხურე შემოდგომის სემესტრი კავკასიის უნივერსიტეტში!

ჩემი საახალწლო რეზოლუციაა – ბლოგინგს თავი არ დავანებო!

თუ გსურთ უფრო აქტიურად ადევნოთ თვალი ჩემს ცხოვრებას დამისაბსქრაიბდით ფეისბუქზე: facebook.com/belladore

{ 8 comments }

ხანდახან დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ მთელი შენი გარდერობი განახლებას საჭიროებს. სწორედ ასეთი მომენტი დამიდგა ოქტომბრის დასაწყისში და მას შემდეგ თბილისის უამრავი მაღაზია მოვიარე, თუმცა ყველაზე კარგი ფასები და ნორმალური ხარისხი მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში აღმოვაჩინე.

ყველაზე დაბალი ფასებით “შოდი“-ს მაღაზიათა ქსელი გამოირჩევა. აქ საქონელი ყოველ კვირას ახლდება და თან საკმაოდ კარგი რაღაცების პოვნა შეიძლება. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ხალხით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული რუსთაველის ფილიალია ხოლმე და გასახდელის რიგში დგომა აქ შედარებით ნაკლებად მოგიწევთ.

ასევე მომეწონა Peacocks-ის ფასები, თუმცა ჩემთვის ბევრი ვერაფერი შევარჩიე. ძირითადად აქსესუარებისკენ მიმირბოდა თვალი. ასევე საინტერესოა Shana-ს კოლექციაც. თუმცა მე რომ მივედი უკვე თითქმის ყველაფერი საინტერესო გაყიდული დამხვდა.

თუმცა “შოდის” ისეთი ფასები და იმდენად მრავალ ფეროვანი პროდუქცია აქვს, ამიერიდან ვიცი სად უნდა დაიწყოს ჩემი ყოველი მომდევნო შოპინგი.

{ 3 comments }

წინა პოსტში დავწერე Ebay-დან შეძენილი ჩემი ნადავლის შესახებ. თუმცა იმის 80% უკვე გავაჩუქე და ახლა მეორე პარტიას ველოდები.

ალბომების ყიდვაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეიფალის ექაუნთი ისევ დამებლოკა. :( ჯანდაბა.

შემოვიდეს რა ფეიფალი საქართველოში ლეგიტიმურად!!! “ქთხოოოოვთ!”

{ 2 comments }

დეკემბერი ჩემთვის შოპინგის თვე გამოდგა. უამრავი სხვადასხვა ნივთი ვიყიდე. ყველაფრის დადებას ვაპირებ ბლოგზე და გამიძელით.

ამჯერად წარმოგიდგენთ სკრეპბუქინგის მასალებს, რომლებიც Ebay-ზე შევიძინე $50–ად. სულ 4500 ცალი სტიკერი და გასაფორმებელი ქაღალდია.

სკრეპბუქინგი შედარებით ახალი ტერმინია, თორემ დარწმუნებული ვარ გოგონების უმეტესობა ბავშვობიდან ჭრიდა და აწებებდა ფერად ქაღალდებს, აწყობდა მძივებს, წერდა დღიურებს და სხვა…

{ 11 comments }

ამბავი #1:

– ლევან*, გააკეთე ბლოგი! – ვეუბნები ჩემს მეგობარ ჟურნალისტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ წამოვიდა ერთი ავადსახსენებელი ტელევიზიიდან.

– არა, რა ბლოგი, მე ტელევიზიისთვის ვარ შექმნილი…

– ეგ ერთმანეთს ხელს არ უშლის, სიუჟეტები გადაიღე და Youtube–ზე დადე!

– ოო, მოიცა რა…

მე ვუყურებ გაკვირვებული:

– რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? განუსაზღვრელი თავისუფლება, რედაქტორი არ ჩაერევა შენს შემოქმედებაში. კარგ სტატიას თუკი დაწერ, გააგზავნი რომელიმე გაზეთში/ჟურნალში და დაგიბეჭდავენ. პატარა ხარ ჯერ და როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ყველაზე კარგად დააგროვებ გამოცდილებას…

– არა, მე ტელევიზიაში მინდა.

– მაესტრო?!

– არა, რა მაესტრო. რუსთავი 2 ან იმედში…

– გეუბნები გააკეთე პოლიტიკური ბლოგი, მერე ვიღაც შეგამჩნევს და წაგიყვანს თავისთან… - ვცდილობ დავიყოლიო.

– ერთი ჟურნალისტი მაინც მითხარი, ვინც ბლოგიდან სამსახური ან რამე იშოვა!

თაზო კუპრეიშვილი!!! – კონტრ–არგუმენტი მზად მაქვს.

– ვააიმე, – იცინის, – თაზო კუპრეიშვილი ის არ არის, რომ გალახეს ამას წინათ? ძაან კაი ბიჭია, მაგრამ მგონი ცემის მეტი არაფერი შერჩა ეგეთი “თავისუფალი” ჟურნალისტობიდან. არა ძმაო, არ მინდა ეგ შენი ბლოგი. კინაღამ დამარწმუნე…

ჩემი რეაქცია:

მივმართავ ჩვენი თაობის ყველა ლევანს:

სად არის შენი ჟურნალისტური სიამაყე? ბრძოლა სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის?

ამ არეულ ქვეყანაში სწორედ შენ უნდა იდგე სიმართლის სადარაჯოზე, აკეთებდე ჟურნალისტურ გამოძიებებს, ფოტორეპორტაჟებს, ყველაფერი უნდა მიგქონდეს ხალხთან! ამის მაგივრად თბილი სკამი და ხელფასი გინდა? არ განგსჯი, ჩვენი მეგობრობა არც ამით დასრულდება, უბრალოდ იცოდე, რომ შენ არ ხარ ნამდვილი ჟურნალისტი და ნურც დაიჩემებ.

ისიც იცოდე, რომ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თაზო კუპრეიშვილი ბევრად უფრო პატივსაცემი და ავტორიტეტული ჟურნალისტია, ვიდრე რუსთავი 2–ის ან იმედის რომელიმე რეპორტიორი და წამყვანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს.

მაპატიე, ლევან…

სავალალო ის კი არ არის, რომ ქართული საზოგადოება გმირებს ელოდება, არამედ ის, რომ გმირად გახდომა არავის უნდა.

*სახელები შეცვლილია.

ამბავი #2:

რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა, ქართველ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ევრაზიის რეგიონის უფროსს შორის.

შეხვედრაზე რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა დასვა საკითხი პოლიტიკის თემაზე ქართველი ბლოგერების არააქტიურობის შესახებ. მან ქართველი ბლოგერების ნაწილი მოსყიდულობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით სამთავრობო ძალების მიერ ხდება პოსტების დაკვეთა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა გარკვეულ საკითხებზე.

პრინციპში არც გამოვრიცხავ – ყველა სფეროში შეიძლება არსებობდეს ვინმე მოსყიდული, მაგრამ მე არ მინდა თვალი დავხუჭო იმ ბლოგერებზე, რომლებიც მართლა იცავენ თავისუფალ სიტყვას და საზოგადოებრივ პრობლემებიც დაუშვრელად გამოაქვთ სააშკარაოზე.

სპეციალურად შევედი blogroll.ge-ს პოლიტიკის კატეგორიაში, რათა დამეთვალიერებინა ის თითზე ჩამოსათვლელი ბლოგები, რომლებიც პოლიტიკის და საზოგადოების პრობლემების შესახებ იწერება. მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ, ის რაც ერთი შეხედვით მომეწონა:

(გთხოვთ, კომენტარების სახით დამიტოვოთ ყველა იმ ბლოგის მისამართი, რომელიც გამომრჩა!)

გმადლობთ, რომ არსებობ(დი)თ!

თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგების უმეტესობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ან გრანტების პროგრამების მხარდაჭერით იქმნებოდა. ძალიან ცოტა ჟურნალისტი და ბლოგერი იწყებს მსგავს თემებზე უსასყიდლოდ და ენთუზიაზმით წერას.

ამბავი #3:

თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტის პროფესიაზე ახალმა მედიამ უდიდესი გავლენა მოახდინა.

დღეს სამსახურში აყვანამდე რედაქტორები კანდიდატის ბლოგებს ითხოვენ და ალმაცერად უყურებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ახალ მედიასთან მწყრალად არიან.

ამ პოსტით არც იმის თქმა მინდა რომ ბლოგები გადაგვარჩენს, არც იმის, რომ ჩვენი ჟურნალისტები არაფრად ვარგიან, არც ჩემს მეგობარ ლევანს ვერჩი. უბრალოდ მინდა, რომ ჟურნალისტების ახალი თაობისგან მეტი პროაქტიულობა და ჩართულობა დავინახო ამ ქვეყნის შენების საკითხში.

დასასრულს, მოვიყვან ნაწყვეტს ჩემი საყვარელი სამართლის ლექტორის, სანდრო ბარამიძის ლექციიდან:

“გამოხატვის თავისუფლების გარანტიები განსაკუთრებით მედიას ეხება. ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს „პრესის გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში“.

მედია, როგორც ასეთი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას „იმ ინფორმაციას და იდეებს, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს შეადგენს.

არა მხოლოდ პრესას აკისრია ამგვარი ინფორმაციის და იდეების გადაცემის მისია: არამედ საზოგადოებას ასევე გააჩნია უფლება მიიღოს ის. ამის გარეშე პრესა ვერ შეასრულებდა „საზოგადოების ნაგაზის“ სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს“ („თურგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ“, პ. 63).
. . .
„პრესის თავისუფლება საზოგადოებას სთავაზობს ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას იმისას, რათა შეიქმნას შეხედულება მისი პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და პოზიციების შესახებ. კერძოდ, იგი სთავაზობს პოლიტიკოსებს შესაძლებლობას, რათა იფიქრონ და კომენტარი გააკეთონ საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესახებ; ამგვარად იგი საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების იდეის არსს წარმოადგენს.“ („კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, პ. 43).

{ 20 comments }

ვიცი, სამი კვირის წინანდელი თემაა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ – ჰელოუინი როგორ გაატარეთ? :)

ესეც მე სამსახურში წლევანდელ ჰელოუინზე:

{ 18 comments }